გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილი: რადგან ბიტკოინების საქმე უპერსპექტივოა, ცდილობენ მეორე საქმე უკეთესად შეკერონ

ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში თავისი ჩვენებისას დამიანონსა, რომ იქნებოდა დამატებითი სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩემთვის არ იყო ეს არც სიახლე და არც მოულოდნელობა. 

ის იქ ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მტკვარი ჰესის ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, ალბათ ბაჩიაშვილმა მოიპარა ფული. მეტი არც მტკიცებულება არც რაიმე მიმანიშნებელი დოკუმენტი არაფერი საქმეში არ იდო. რომც მდომოდა, მე როგორც დირექტორს რაიმე უკანონობის ჩადენა, მე არ მქონდა უფლებამოსილება, რომ ჩემი ხელმოწერით პირადად დამევალებინა მტკვარი ჰესისთვის  რაიმე გადაწყვეტილების მიღება. 

ვინაიდან და რადგანაც ბიტკოინების საქმე არის ძალიან უპერსპექტივო და სტრასბურგში პირდაპირ ივანიშვილის კრახით დასრულდება, ალბათ აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი.

ამბობს ივანიშვილის თანაინვესიტრების ფონდის, ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წინააღმდეგ ახალ ბრალდებაზე.

უწყება ბაჩიაშვილს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები