ლარი დოლართან 1.04 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.2 თეთრით. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8153 ლარია, ერთი ევროსი - 2.9482 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





