უკრაინამ ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
გუბერნატორ პავლე მალკოვის მტკიცებით დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, ნამსხვრევების ვარდნის შედეგად "ერთ-ერთ საწარმოში" ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივ მედიებში გამოქვეყნდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ "ერთ-ერთი საწარმო" ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა.
როგორც მედიებში წერენ, დრონების იერიშის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მიმდინარე წლის განმავლობაში ეს უკრაინის მიერ რიაზანის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე მიტანილი მესამე იერიშია. პირველი და მეორე იერიშები უკრაინელებმა 24 და 26 იანვარს მიიტანეს.





