ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.87 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.2 თეთრით. 21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8049 ლარია, ერთი ევროსი - 2.9362 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 2.94 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

კომენტარები