ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 0.6 თეთრით გაუფასურდა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8136 ლარია, ერთი ევროსი - 2.9382 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





