რუსეთი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ლერმონტოვის მკვლელობის გამოძიება დაიწყო

მიხეილ ლერმონტოვის პორტრეტი

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია სახელმწიფო დუმის დეპუტატ ნიკოლაი ბურლიაევზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პოეტი მიხეილ ლერმონტოვის მკვლელობის გამოძიება დაიწყო.

აქამდე ბურლიაევმა თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. რუსი დეპუტატის თქმით, წლების განმავლობაში "ლერმონტოლოგები, კრიმინალისტიკის, ბალისტიკისა და მედიცინის ექსპერტები აცხადებდნენ იმ გამოძიების არაკეთილსინდისიერებაზე, რომელიც ლერმონტოვის სიკვდილის შემდეგ, 1841 წელს ჩატარდა".

ლერმონტოვის სიკვდილიდან დაახლოებით 184 წელია გასული.

"იყო პასუხი საგამოძიებო კომიტეტიდან... დაიწყო არსებითი ერთობლივი მზადება გამოძიებისთვის." - თქვა ბურლიაევმა რუსულ მედიასთან საუბარში.

26 წლის რუსი პოეტი 1841 წელს მაიორმა ნიკოლაი მარტინოვმა დუელში მოკლა.

კომენტარები