19 თებერვალს, კიევში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ერთანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ ერმაკმა, სოციალურ ქსელ X-ში პოსტი და კომენტარები გამოაქვეყნა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია კით კელოგმა სრული ინფორმაცია მიიღოს, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენი ერის გამძლეობასა და ბრძოლისუნარიანობაზე.
იმედი გვაქვს აშშ-ს მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების. გვსურს ჩვენი ურთიერთობები იყოს გახსნილი, დამყარებული ნდობასა და საერთო წარმატებაზე". – წერს კელოგი.
ერმაკი ასევე წერს, რომ კელოგს ესაუბრა რუსეთის მიერ, მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისა და სიცრუის ტირაჟირების შესახებ.
"(რუსეთი) სიცრუის გავრცელებით ცდილობს დაგვყოს და ერთმანეთს დაგვაპირისპიროს". – ვკითხულობთ კელოგის კომენტარში.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა ეყრდნობოდეს "უკრაინის გარეშე არანაირი საუბარი უკრაინაზე" პრინციპს.
პოსტის ბოლოს ერმაკი მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს.





