ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.49 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 1.58 თეთრით. 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8137 ლარია, ერთი ევროსი - 2.9322 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.94 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

კომენტარები