პარტია გახარია საქართველოსთვის

ბერაძე: არ უჭირს ოცნებას ისე, რომ ვინმე მიაგზავნოს გახარიასთან და კვერცხები ესროლოს

გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა ქართულ ოცნებას [კვერცხები], ოცნება არავის არაფერს არ უგზავნის.

იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს გახარია ამბობს იმას, რაც სიმართლე არ არის და ვინ ესროლა კვერცხები...

ეს გასაგებია, რომ ესროლეს, მაგრამ რატომ ამტკიცებთ თქვენ, რომ ეს კვერცხები ესროლა ქართულმა ოცნებამ... არ უჭირს ოცნებას იმის შესაბამისად, რომ ვინმე მიაგზავნოს იმისთვის, რომ გახარიას კვერცხები ესროლოს.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი რიმა ბერაძე TV პირველთან.

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, მიუნხენიდან საქართველოში დაბრუნებისას პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას და ერთ-ერთ თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში ივანიშვილმა ქართული ოცნების პარტიული "ზონდერჯგუფი" დაახვედრა. ასევე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს გიორგი გახარიას.

კომენტარები