რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისთვის ხაზის გადასმა მიუღებელია

ალექსანდერ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპულმა ქვეყნებმა გარკვეული წითელი ხაზების დაცვა უნდა მოითხოვონ. მისი თქმით, მოკავშირეების მხრიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ხაზის გადასმა მიუღებელია. 

"მეორე მსოფლიო ომში ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა; ჩვენ [დროებით] სუვერენიტეტი დავკარგეთ, რათა გადაგვეწყვიტა, რომელ ორგანიზაციაში გვინდოდა ყოფნა და შემდეგ ჩვენ ტერიტორიის 10% დავკარგეთ. ორი რამ არსებობს, რაც მოლაპარაკების საგანი არ არის: უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება". - თქვა ფინეთის პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, "ეს უკრაინელების გადასაწყვეტია. ევროკავშირის პროცესი მიმდინარეობს. უკრაინა ევროპული გახდება, არა - რუსული. და კიდევ ერთი არის NATO-ს წევრობა გარკვეულ ეტაპზე".

კომენტარები