ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარია
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

შსს




