ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.68 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 1.97 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8157 ლარია, ერთი ევროსი - 2.9342 ლარი. 

13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი თითქმის ყველა, 42 ვალუტასთან გაუფასურდა, მცირედით გამყარდა მხოლოდ სამხრეთ აფრიკულ რანდთან.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. 

კომენტარები