რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასიური იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა უკრაინულ ტერიტორიებს 140 დრონით შეუტია.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 85 რუსული დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 52 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა დრონები ორელის, კურსკის, ბრიანსკის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინდა.
საჰაერო ბრძოლა ხარკობის, პოლტავის, ოდესის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვკის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში მიმდინარეობდა.
რუსული იერიშის შედეგად ოდესისა და ხარკოვის ოლქებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





