რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

11 თებერვლის დილას უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.

იერიშს გამოეხმაურა სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი, მისი მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები გაანადგურა, ხოლო ქარხანაში ხანძარი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

ადგილობრივ Telegram არხებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ნავთობის ქარხანას.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული თბოენერგო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. წლიურად ქარხანა საშუალოდ 7 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს.

კომენტარები