ლარი დოლართან 1.27 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 2.74 თეთრით. 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7813 ლარია, ერთი ევროსი - 2.8736 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.83 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.80 ლარია, ევროსი - 2.89 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





