რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 151 დრონი იერიში მიიტანა, საჰაერო თავდაცვამ 70 გაანადგურა

9 თებერვალს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 151 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 70 დრონის განადგურება შეძლეს.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ძალების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 74 უპილოტო საფრენი აპარატი.

მასიური საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.

რუსული დრონები ჩამოგდებულია კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, ვინიცკის, ჟიტომირის, როვენის, ვოლინის, ნიკოლაევის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები