ქართული ოცნება

კობახიძე: ზოგი ელჩი ისევ ცდილობს შიდა საქმეებში ჩარევას - "დიფ სტეიტის" საქმიანობის შედეგია

იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები, კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ, ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს, უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდულები უცხოელი დიპლომატები.

ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, დიფ სტეიტის საქმიანობის შედეგი, არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან დიფ სტეიტის ინსტრუქციებს და ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.

კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში, ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალში ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომ "საელჩოების დიქტატურაც ერთ დღეს რაღაცნაირად უნდა განეიტრალდეს".

კომენტარები