სირია

სირიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა აჰმედ ალ-შარაა საფრანგეთში მიიწვია

REUTERS/Ammar Awad

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა საფრანგეთში მიიწვია. ინფორმაციას სირიის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. 

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას სირიის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და ტერორიზმთან ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

აჰმედ ალ-შარაა პირველი საგარეო ვიზიტით გუშინ, 5 თებერვალს თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან  თავდაცვის პაქტის გაფორმება განიხილა. 

აჰმედ ალ-შარაა სირიის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტად 30 იანვარს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობიდან7 კვირის შემდეგ გამოაცხადეს. 

შარაა, რომლის ჯგუფიც,  სამხედრო ოპერაციების სარდლობა, ერთ დროს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას მოკავშირე იყო, ხელმძღვანელობდა სამხედრო მოქმედებებს, რომელმაც სირიის სამოქალაქო ომიდან 13 წლის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში ასადის რეჟიმის დამხობა გამოიწვია. 

შარაამ პირობა დადო, რომ იგი სირიის პოლიტიკურ გარდაქმნას დაიწყებს, მათ შორის ეროვნული კონფერენციისა და ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, არჩევნების გზით, რომლის ჩატარებასაც, შარაას თქმით, შესაძლოა ოთხი წელი დასჭირდეს. 

კომენტარები