ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ესაუბრა

5 თებერვალს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ, ბრუნო ფუქსთან.

ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუბარი შეეხო მმართველი რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკასა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მიზნით შექმნილ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

"საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება, ორთვიანი უწყვეტი პროტესტი და ხალხის ურყევი ნება იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის". - ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ეს საკითხები განიხილა ფრანგ პოლიტიკოსთან საუბრისას.

კომენტარები