ივანიშვილის რეჟიმი პროტესტზე პასუხად ინიცირებულ რეპრესიულ კანონპროექტებში განიხილავს, აკრძალოს "რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს".
ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
ეს ინიციატივა თავისუფლად შეიძლება გავრცელდეს, მაგალითად, საპროტესტო სიმღერაზე: ოლე-ოლა.
რეჟიმმა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პირველი მოსმენით უკვე მიიღო.





