ანდრეი კურაევი

TV ფორმულა: მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ანდრეი კურაევი ქვეყანაში არ შემოუშვეს

TV ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში მართლმადიდებელი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ანდრეი კურაევი არ შემოუშვეს.

ანდრეი კურაევი რუსეთის სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დევნილი მისიონერია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადავიდა.

ტელეკომპანიის მიხედვით, კურაევი საქართველოში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვევით არის ჩამოსული, თუმცა საზღვარზე გადასცეს საბუთი, რომლის მიხედვით მას 3 წლით საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.

კომენტარები