ლარი დოლართან 1.6 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 5.61 თეთრით. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8403 ლარია, ერთი ევროსი - 2.9090 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი - 2.93 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.