მეგობრების ცნობით, 2 თებერვლის აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს.
ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემა რა? სად? როდის? Facebook გვერდზე წერს და ვეშაგურიძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს!". - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ვეშაგურიძის დაკავების შესახებ ისტორიკოსი ბექა კობახიძე Facebook-ზე წერს.
"ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს ირაკლი ვეშაგურიძის დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ ძალიან კარგი, ქართულ საფუძვლებზე აგებული ევროპული სახელმწიფო გვექნებოდა.
დღეს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს". - წერს კობახიძე.