TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება.
ვიდეოში ჩანს, რომ "ხარება" მასთან მიყვანილ აქციის მონაწილებს წიხლს ურტყამს.
TV პირველის ინფორმაციით, თბილისი მოლთან დაკავებული მომიტინგეები პოლიციელებს შემდგომ "ხარებასთან" მიჰყავდათ, ის კი დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოცემა წერს, რომ აქციის მონაწილეების შეფასებით, კადრები მიუთითებს, რომ დაკავებულებს ე.წ. კორიდორში ატარებენ და სცემენ.