ადვოკატ ვალერი თევდორაძის ცნობით, ჟურნალისტი მირიან ბერულავა დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლის პირველი ნაწილით. ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს მირიანის ნათქვამი ფრაზა: "არ ვენდობი სისტემას".
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ბერულავა წერდა - "მეც მომადგნენ გამოკითხვაზე, უნდა გადაგიყვანოთო".
არსებული ინფორმაციით, მას გამოძიება, ასკ-ს 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს
შსს-მ დღეს ჩხრეკები სხდასხვა ლოკაციაზე ჩაატარა. გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები.
აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





