ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 30 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.23 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 0.12 თეთრით. 30 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8761 ლარია, ერთი ევროსი - 2.9929 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. გასულ კვირაში ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა.

კომენტარები