ლარი დოლართან 0.18 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 0.73 თეთრით გამყარდა. 29 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8784 ლარია, ერთი ევროსი - 2.9941 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8- ლარია, ევროსი - 3 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. გასულ კვირაში ლარი ხუთივე ვაჭრობისას გაუფასურდა.