სერბეთი

ვუჩიჩის თქმით, სერბეთში შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი
AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ მმართველი პარტია მომდევნო 10 დღეში შეეცდება ახალი მთავრობის ფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღვოდა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერმინისტრის გადადგომა. 

ვუჩიჩის თქმით, თუ ახალი მთავრობა ვერ შედგება, არჩევნები მალევე, აპრილში გაიმართება. 

“ახალი არჩევნები შესაძლოა აპრილში გაიმართოს. დროებითი მთავრობა არ განიხილება” - ამბობს სერბეთის პრეზიდენტი.

ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ვუჩევიჩის თქმით, თანამდებობას დატოვებს ნოვი-სადის მერი მილან ჯურიჩიც. 

მოსალოდნელია, რომ ვუჩევიჩის გადადგომა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა გახდება. მისი გადადგომა სერბეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც 30 დღე ექნება, აირჩიოს, ახალ მთავრობას დაამტკიცებს თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამართავს. 

პარალელურად, სერბეთის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებმაც სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები გააერთიანა. მომიტინგეები რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიას პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში არსებულ კორუფციას აბრალებენ. 

 

კომენტარები