ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ამასთან, რელიზში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავ ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას.

ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ექნებათ უფლება, ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.

კომენტარები