მზია ამაღლობელის საქმე

ხაზარაძე: ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს

16 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი - თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტი ადამიანი, სიმართლის და პრინციპულობის განსახიერება, პროფესიონალი, რომელიც რეჟიმს და მის რუსულ პოლიტიკას არ ნებდება!

ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა მას და რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს.

ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება პასუხისმგებელი ყველა მოსალოდნელ მძიმე შედეგზე!

დაწერა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში

ივანიშვილის რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.

კომენტარები