რეჟიმის სასამართლომ დროას წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა კიდევ ერთხელ დააჯარიმა - დღევანდელი ჯარიმა 2 000 ლარია. აქტივისტი სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა.
პარტიის ცნობით, სიჭინავა კაშნეს ტარების გამო დაჯარიმდა და დღესვე ჩაბარდა ახალი ოქმი, საბავშვო ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით.
მარიამ სიჭინავა ჯამში ოთხჯერ დააჯარიმეს - ნიღბის ტარებისთვის და აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის.





