ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას ვუპასუხოთ და ვიმოქმედოთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით მკაცრი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და უფრო ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიტვაში დავაწესეთ და რამდენიმე სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან თანხვედრაში იქნება. ეს, ჩვენი აზრით, იქნება წინსვლა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა მთლიანად იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ბუდრისი: საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა
tbl.ge/71o7
დაკოპირდა

თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




