გორში, სამოქალაქო აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაურის თქმით, გუშინ, გორში, საკუთარ სახლთან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და სცემეს. ფიცხელაურის თქმით, თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინც იყო და მოკვლით ემუქრებოდნენ.
თავდასხმა აქტივისტზე
აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე თავდასხმაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო





