თავდასხმა აქტივისტზე

ოპოზიციის აქტივისტი: ქართული ოცნების ზონდერ-ჯგუფები თავს დამესხნენ

ტაბულა

რუსთავში ოპოზიციის აქტივისტს, გიორგი ბალხამიშვილს სცემეს. მან ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ ფიზიკურად "ქართული ოცნების ზონდერ-ჯგუფები" გაუსწორდნენ.

"კონკრეტულად ერეკლე აბზიანიძეა ამ ადამიანის სახელი და გვარით, ის აქტიურობდა ინფო რუსთავის პორტალზე, ვინც ქართული ოცნების მისამართით კრიტიკულ კომენტარებს წერდა, უვარდებოდა და ემუქრებოდა. მან ეს ყველაფერი შეასრულა ვერაგულად და არაკაცულად, სამი კაცი დამესხა თავს და მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს მოხდა ბენზინგასამართი სადგურის ჩაბნელებულ ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიციამ შეავსო ოქმი და იმედი მაქვს, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ პირნათლად" - ამბობს ბალხამიშვილი.

ტაბულა შსს-თან დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

კომენტარები