სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაურის თქმით, გორში, საკუთარ სახლთან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და სცემეს.
ფიცხელაურის თქმით, თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინც იყო და მოკვლით ემუქრებოდნენ.
"მანქანის უკან იყო ფურგონი გაჩერებული და მითხრეს, რომ ვერ მიდიოდნენ და მოწოლა მთხოვეს, რომ მივედი ახლოს, ჩამაგდეს უკან და გამიტაცეს, ნიღბიანები იყვნენ. მინდორში გამიყვანეს და მცემეს. მეუბნებოდნენ, ვიცით ვინ ხარო და უნდა მოგკლათო, გამოვექეცი. გამძარცვეს, წაიღეს გასაღები, საფულე, ტელეფონი.
დღეს რაც ქვეყანაში ხდება იმ პროცესებს ვუკავშირებ, რადგან გამიზნულად დამხვდნენ ჩემს უბანში, ვიცით ვინ ხარო. სახეზე ვიფარავდი ხელებს, ყველგან მირტყეს". - უთხრა ფიცხელაურმა მთავარი არხის ჟურნალისტს.





