რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთში იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი ქრთამის სანაცვლოდ დეზერტირის დახმარებისთვის დააკავეს

The Insider

გამოცემა Коммерсантъ-ის თანახმად, რუსეთში სამხედროთა გაერთიანებული დაჯგუფების სამხედრო პროკურატურის თანამშრომელი და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ალექსეი ახრამეშინი დააკავეს, რომელსაც ქრთამის სანაცვლოდ საომარი ზონიდან ჯარისკაცის გაყვანა ედება ბრალად.

ახრამეშინს ბრალად ედება, რომ ის 200 000 რუბლის სანაცვლოდ ერთ-ერთი ჯარისკაცს საომარი ქმედებებისთვის თავის არიდებასა და დონის როსტოვში ნათესავებთან შეხვედრაში დაეხმარა.

ბრალდების ვერსიით, სამხედრო პროკურატურის თანამშრომელმა ჯარისკაცი საომარი ქმედებების ზონიდან დაითხოვა როგორც პირი, რომელიც სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში თვითმხილველი იყო, შემდგომ კი დონის როსტოვში მიიყვანა, საიდანაც ის ნათესავებმა წაიყვანეს.

როგორც Коммерсантъ იუწყება, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) კონტრდაზვერვის ვარაუდით, ახრამეშინი ათობით სხვა მსგავს საქმეში იყო ჩართული. გამოძიება იმ დოკუმენტებს ამოწმებს, რომლებსაც სამხედრო პროკურატურის თანამშრომელი დონის როსტოვში გამგზავრებამდე აფორმებდა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახრამეშინი რიგ სამხედრო სასამართლოებში პროკურორის როლსაც ასრულებდა, რის გამოც ჯარისკაცების სამხედრო ზონიდან სამუდამოდ დათხოვნის უფლება ჰქონდა. 

Коммерсантъ ასევე ხაზს უსვამს, რომ ალექსანდრ ახრამეშინის მამა, ვიაჩესლავ ახრამეშინი ასევე რიგ სამხედრო პროკურატურებს ხელმძღვანელობდა და პროკურორი იყო რიგ სამხედრო სასამართლოებში, "რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ომის დანაშაულებს უკავშირდებოდა". 

კომენტარები