რუსული რეჟიმი

მსახიობ ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი 10 თებერვლამდე გადაიდო

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

მსახიობ ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი 10 თებერვლამდე გადაიდო.

რეჟიმი ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კერძოდ, 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

"საერთოდ აბსურდია, რომ მე გადავკეტე გზა, მე ვაცნობიერებ იმას, რომ რაღაც გარემოებებმა მოიტანა, რომ მე ვარ ცნობადი სახე და პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

20:00 საათი იქნებოდა ალბათ, როცა რუსთაველზე მივედი, არ იყო იმდენი ხალხი, რომ გზა გადაეკეტა. მე ვიდექი შევარდენთან, ტროტუარზე, ბევრჯერ აღვნიშნე, რომ შეიძლება დღეს გზა არ გადაიკეტოს, რადგან არ ვართ იმდენი ხალხი.

45 წუთი ვიდექით გარეთ, ძალიან ციოდა და გავაწყვიტეთ შევსულიყავით კაფეში, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა. როდესაც გამოვედი სხვა ადამიანებიც ვნახე, ვიდექით, ვსაუბრობდით და როდესაც გავიხედე რუსთაველის მხარეს, გამიკვირდა, იმიტომ, რომ უცბად შეივსო ხალხით და გადაკეტილი იყო.

გადაკეტილი იყო გზა და მანქანები არ მოძრაობდნენ, შემდეგ მეც დავდექი მოქალაქეების გვერდით". - თქვა ტყებუჩავამ სასამართლო პროცესზე. 

ანა ტყებუჩავას ადვოკატის განცხადებით, ბრალდება აბსურდულია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

კომენტარები