პოლიციაზე თავდასხმა

პირმა ბათუმში სამი პოლიციელი დაჭრა - გამოძიება თავდასხმის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მოქალაქემ სამი პოლიციელი დაჭრა.

"112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. 

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციაზე თავდასხმას გულისხმობს. 

კომენტარები