რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ სმოლენსკზე დრონებით იერიში მიიტანა

unian

21 იანვრის ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, სმოლენსკის ოლქზე იერიში მიიტანა.

იერიშის მთავარი სამიზნე შესაძლოა იყოს სმოლენსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი და საავიაციო ქარხნები.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იერიში მოიგერიეს, განცხადებაში არაფერი წერია მიწაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც დრონებმა დააზიანეს.

ერთ-ერთი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა, არავინ დაშავებულა.

კომენტარები