ტრამპის ადმინისტრაცია

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპი აშშ-ს პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანს

20 იანვარს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოიყვანს.

2015 წლის შეთანხმებაზე ამჟამად ხელი ირანს, ლიბიასა და იემენს არ აქვს მოწერილი, შესაბამისად, ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ ჩამოთვლილი ქვეყნების რიგს შეუერთდება. შეთანხმების მიზანი სათბურის აირების გამოყოფის შემცირებით, გლობალური დათბობის არაუმეტეს 2°C-მდე, სასურველ შემთხვევაში - 1.5°C-მდე, შეზღუდვაა.

ტრამპმა შეთანხმება პირველი ვადით პრეზიდენტობის დროსაც დატოვა, თუმცა პროცესს წლები დასჭირდა და 2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება მყისიერად გააუქმა.

Reuters-ის ცნობით, შეთანხმებიდან გამოსვლას ამჯერად ნაკლები დრო დასჭირდება, რადგან ტრამპი სამწლიანი სავალდებულო პერიოდით არ იქნება შეზღუდული.

ევროპული კლიმატის ფონდის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ლორენს ტუბიანას თქმით, აშშ-ს გასვლა სამწუხაროა, მაგრამ დაამატა, რომ კლიმატის ცვლილებების შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯები "უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ქვეყნის პოლიტიკა".

კომენტარები