რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 43 რუსული დრონი გაანადგურა

19 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 61 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 43 რუსული დრონი.

ოკუპანტებმა დრონები მილეროვოს, ბრიანსკისა და ორელის ოლქებიდან ააფრინეს.

საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევოს ოლქებში.

რადიო ლოკაციური ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად 15 უპილოტო საბრძოლო აპარატი ლოკაციურად არის დაკარგული.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები