რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ბერბოკმა შოლცი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ქვეყნის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან მტკივნეულია". - თქვა ბერბოკმა Politico-სთან ინტერვიუში, თუმცა, კანცლერის სახელი არ დაუკონკრეტებია.

ამავდროულად, ბერბოკმა დაამატა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის რამდენიმე ხმის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა.

ბერბოკის თქმით, მისთვის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის მაგალითი არ არის ქარის მიმართულებით მოძრაობა და შემდეგ საარჩევნო კამპანიებში საპირისპიროდ მოქმედება. მინისტრმა აღნიშნა, რომ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.

მანამდე, შოლცმა აღნიშნა, რომ მან ამ წლისთვის გამოყოფილი 12 მილიარდი ევროს გაზრდის შესახებ შეთავაზება წარადგინა, თუმცა, "დამატებითი თანხები სოციალური ხარჯების შემცირების ხარჯზე არ უნდა გამოიყოს".

კომენტარები