ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

PACE-ს დელეგაციის წევრები გიორგი გახარიას მის სახლში შეხვდნენ

გახარიას შეხვედრა ბას კლაინთან, კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან
გახარია-საქართველოსთვის

პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო. 

იქამდე, PACE-ს დელეგაიის წევრები  3 ოპოზიციური გაერთიანების: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს ლიდერებს შეხვდნენ

კომენტარები