ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე: აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება

პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. 

მეზვრიშვილის განცხადებით, პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება. 

"აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა.

საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება" - წერს ნათია მეზვრიშვილი.

გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს ბათუმში, სასტუმრო შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები