ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ასეთი ანგარიშსწორება განსხვავებულ აზრთან, არის რუსეთი - მელია გახარიაზე თავდასხმაზე

ბათუმში, სასტუმრო შერატონში, ოცნების ზონდერი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ლაჩრულად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას.

ეს ქვეყანა ასეთი ვერ იქნება და არ იქნება

თუნდაც ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე და ვერ შევთანხმდეთ მომავალში, ვთანხმდებით - მომავლამდე უნდა მივიდეთ.

ასეთი ანგარიშსწორება განსხვავებულ აზრთან, არის რუსეთი, ეს საქართველოა

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს ბათუმში, სასტუმრო შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში იყო გადაყვანილი. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები