გიორგი გახარიაზე თავდასხმა

მეზვრიშვილი: მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება, მოუწევთ, ესეც გამოიძიონ

დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს.

ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.

მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ.

წერს პარტია საქართველოსთვის გენერალური თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები