პირადი ცხოვრებით შანტაჟი

StopNCII.org - პლატფორმა, რომელიც პირადი კადრების გავრცელების მსხვერპლებს ეხმარება

StopNCII.org - არის უფასო ონლაინპლატფორმა, რომელიც პირადი ხასიათის სურათების/ვიდეოების უნებართვოდ გავრცელების მსხვერპლებს ეხმარება.

პირადი, ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეოების უნებართვოდ გავრცელების ან შანტაჟის მსხვერპლებს შეუძლიათ პლატფორმაზე თვითონ ატვირთონ მასალები, რომლის კოდსაც StopNCII.org მიაწვდის მასში გაწევრიანებული სხვა პლატფორმებს, რომლებიც კადრებს საკუთარი არხებიდან წაშლიან.

პლატფორმა თანამშრომლობს ისეთ მსხვილ სოციალურ ქსელებთან როგორიცაა Facebook, Instagram, Tiktok, Reddit, ასევე Pornhub, Onlyfans და ა.შ. 

StopNCII.org-ის პარტნიორი პლატფორმები

როგორ მუშაობს StopNCII.org:

მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე საკუთარი სურათების ან ვიდეოების ატვირთვის შემდეგ, ხდება მასალის უნიკალური ჰეშ-კოდის [სპეციალური "ციფრული ანაბეჭდი"] გენერირება - ფოტოების და ვიდეოების დუბლიკატებს აქვთ იგივე ჰეშ-კოდი. 

ამის შემდეგ StopNCII.org გენერირებულ ჰეშ-კოდებს აწვდის პარტნიორ პლატფორმებს, სოციალურ მედიებს, ონლაინ სერვისებს და სხვ. რომლებიც ეხმარებიან იდენტური ჰეშ-კოდის მქონე ფოტოების/ვიდეოების აღმოჩენაში და შლიან პლატფორმებიდან. 

პლატფორმის მიზანია, თავიდან აიცილოს პირადი კადრების უნებართვოდ და უკანონოდ გავრცელება, ეხმარება მსხვერპლებს, თავი დაიცვან ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეოების არასასურველი გავრცელებისგან.

კომენტარები