რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთის ინფორმაციით, უკრაინამ "თურქული ნაკადის" სადგურზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 13 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 11 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში გაი-კოდზორის დასახლებაში მდებარე საკომპრესორო სადგურ Русская-ზე დრონებით იერიში მიიტანეს.

აღნიშნული სადგური თურქული ნაკადის მილსადენით ევროპულ ქვეყნებში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

რუსეთის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა 9 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. აქედან 9-ვე ჩამოაგდეს, თუმცა, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა მცირედ დააზიანა სადგურის ტერიტორიაზე მდებარე გაზის საზომი სადგურის შენობა და აღჭურვილობა.

აღინიშნება, რომ პერსონალი არ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურას აღენიშნება სერიოზული დაზიანებები.

Газпром-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპრესორული სადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ხოლო თურქული ნაკადის მილსადენით გაზის მიწოდება შეფერხებების გარეშე  მიმდინარეობს.

კომენტარები