რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 60 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

12 იანვრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 94 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რუსული დრონის განადგურება შეძლო. გარდა ამისა, რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 30 უპილოტო საფრენი აპარატი.

დაზვერვის ინფორმაციით, დრონები მილეროვოს, ორელის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებიდან ააფრინეს.

საჰაერო ძალებმა დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ზაპოროჟიეს, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს.

რუსული იერიშის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა ხარკოვში, სუმსა და პოლტავაში. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები