რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგ იერიშს, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 29

რუსეთის საჰაერო იერიში უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე, 8 იანვარი, 2025
Head of Zaporizhzhia Regional Military Administration Ivan Fedorov via Telegram/Handout via REUTERS

8 იანვარს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს რიცხვები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

უკრაინის გენერალური პროკურორის უწყებამ Telegram-ზე განაცხადა, რომ იერიშის ფარგლებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, სამრეწველო ქარხანა და სხვა სახის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამასთანავე, ნანგრევები ტრამვაისა და ავტობუსს მოხვდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.

"არაფერია იმაზე უფრო სასტიკი, ვიდრე ქალაქისკენ საჰაერო ბომბების გაშვება მაშინ, როცა იცი, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები დაიტანჯებიან". - დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

კომენტარები